Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება

BM.GE
23.03.23 12:58
59
ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. მინისტრის თქმით, უწყების მიერ გამოწერილი მსხვილი ჯარიმების გადახდას რამდენიმე კლინიკა დათანხმდა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, საქმეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

ჯანდაცვის სამინისტროს დავა კლინიკებთან კოვიდხარჯებთან დაკავშირებით 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, მაშინ მინისტრმა აზარაშვილმა თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, მეტიც, მათ ნაცვლად სახელმწიფოს ხარჯზე ხელფასებს დირექტორები და მოადგილეები იზრდიდნენ.

საქმეებთან დაკავშირებით BMG-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა 2022 წლის დეკემბერში განუცხადა, რომ საქმეების დიდ ნაწილს სასამართლო განიხილავდა.

COVID-ის მართვაში საერთო ჯამში ასეულობით კლინიკა იყო ჩართული, საიდანაც ღუდუშაურის თქმით ბევრი მათგანი შემოწმდა და კონკრეტული დარღვევებზე ჯარიმებიც გამოიწერა. ჯარიმის მოცულობა კი მილიონობით ლარია. ჯანდაცვაში ფიქრობენ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავების დიდი ნაწილი სამინისტროს გამარჯვებით დასრულდება. 

რას სწავლობს ფინანსური პოლიცია და რა შესაძლო შედეგები მოჰყვება პროცესებს?

სტუმარი: ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის ექსპერტი;


Subscribe to our news

Get the main news of the day