Home
Category
TV Live Menu

ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის

57ac49541f3d3
BM.GE
11.08.16 13:45
1117
ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს. მინისტრის განცხადებით, ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა

"სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე. პირველი ეტაპი იწყება და ეს არის ელექტრონული რეცეპტი", - აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტის გაცემის მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა დროს მოითხოვს, ამიტომ პირველ ეტაპზე შენარჩუნდება გაცემის ძველი, აქამდე არსებული მეთოდიც.

მინისტრის თქმით, პაციენტს აფთიაქში მისვლისას რეცეპტის ხელით ტარების აუცილებლობა აღარ ექნება. დავით სერგეენკოს განმარტებით, პროექტის ტესტირება უკვე დაწყებულია და მასში 30-მდე აფთიაქია ჩართული.

"ექიმს საშუალება აქვს, გადახედოს პაციენტის მედიკამენტოზური მკურნალობის ისტორიას, რაც შეამცირებს წინა მკურნალობასთან შეუსაბამო დანიშნულების გამოწერის რისკს“, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day