Home
Category
TV Live Menu

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

57a331308c4e0
BM.GE
04.08.16 16:08
1331
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფსიქოტროპული აფთიაქების გამკაცრებულ მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგი განხორციელდება 24/7 რეჟიმში და გამოავლენს სამართალდამრღვევ აფთიაქებს, რომლებზეც ახალი სადამსჯელო რეგულაციები გატარდება. მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა აფთიაქები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გასცემდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. აღნიშნულის გარდა აფთიაქებში სხვა სახის სამართალდარღვევებიც დაფიქსირდა. აღნიშნულ აფთიაქებში სამართალდარვევის ფაქტი მეორედ დაფიქსირდა, რის გამოც ადმინისტრაციული სახდელი განისაზღვრა 12000 ლარის ოდენობით, ნაცლად 6000 ლარისა. ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 და ოპერატორს აცნობონ მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური გავა მისამართზე და გაატარებს საჭირო ღონისძიებებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day