Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი

BM.GE
27.03.23 13:47
60
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტულ კომპანია PSP-ს ონკოლოგიური წამლების 200-300%-იანი ფასნამატით რეალიზებაში ადანაშაულებს. პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა PSP-ს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს „დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ფასნამატების შემთხვევებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. 

პრემიერამდე, 20 მარტს ფარმაცევტული კომპანიები შესაძლო დაჯარიმებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმაც გააფრთხილა და განუმარტა, რომ ეტაპობრივად მოხდება გაკონტროლება, პირველ ეტაპზე შესაძლოა იყოს გაფრთხილება, შემდეგ კი შემთხვევებზე უკვე ჯარიმა, რომელიც 5 000-დან 35 ათას ლარამდე მერყეობს. 

პრემიერის განცხადების შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებაზე რომელიც უწყების, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს როლს გაზრდის. აზარაშვილი ამბობს, რომ შედეგად სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. 


პარალელურად მინისტრი მილიონობით ლარს ედავება კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებს, რომელთა საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს. ჯანდაცვის პოლიტიკაზე საუბარს ყოფილ მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი


Subscribe to our news

Get the main news of the day