Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS ფარმაცევტული ბიზნესი

BM.GE
01.03.23 11:39
90
„რამდენიმე ჰოლდინგი ფარმაცევტულ და მთლიანად სამედიცინო ბაზარზე დომინანტია და ფასის თუ ნებისმიერი სხვა ცვლილებების შემთხვევაში, ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია იქნება ძალიან მკაცრი“- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ეკუთვნის. სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეებს არაკეთილსინდისიერებაში კიდევ ერთხელ სდებს ბრალს. სამინისტრო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დადგინდა, ადგილი აქვს ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სხვა მედიკამენტებზე, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას, რაც სამინისტროსთვის მიუღებელია. 

პროცესში უკვე ჩართო კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად აქვს კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებას ადგილი, როგორც ამაზე სამინისტრო ეჭვობს. სანამ სააგენტო მოკვლევის საბოლოო შედეგებს დადებს, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე თქვა, რომ ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოხდება და ამ მიზნით მათ უკვე მიმართეს მთავრობას. 

„არცერთი კომპანიის მხრიდან რეფერენტული ფასების ზედა ზღვრის შესახებ კანონი არ დარღვეულა და იმ მედიკამენტებზე, რომელიც არ ექცევა რეგულირების ქვეშ კომპანიები თავისუფალნი არიან ფასების ცვლილება მოახდინონ“,-ასეთია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პოზიცია. რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რამდენად სცოდავენ ფარმაცევტული კომპანიები და სწორია თუ არა ფარმაბიზნესის დამუნათების პოლიტიკა, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი?

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day