Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS კლინიკები - რა კითხვები აქვს კერძო სექტორს?

BM.GE
27.06.23 16:41
69
სამინისტროს შერბილებული პოზიცია და კლინიკების დარჩენილი კითხვები - კანონპროექტში, რომელიც სასამართლოს თანხმობის გარეშე კლინიკების შემოწმების შესაძლებლობას იძლევა რამდენიმე ცვლილება შევიდა. გამოიყო 4 შემთხვევა, რა დროსაც მარეგულირებელი შეძლებს სამედიცინო დაწესებულებაში შესვლას, თუმცა შეტყობინება სასამართლოსაც უნდა გაუგზავნოს, რომ ის კლინიკაში შევიდა და ითხოვოს ამის დადასტურება, რისთვისაც 72 საათია განსაზღვრული. ჩანაწერი კანონპროექტში ჯანდაცვის სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე გაჩნდა. ასეთი შემთხვევებია: პაციენტის საჩივარი, ადმინისტრაციული ორგანოს მომართვა, მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია კლინიკაში რაიმე დარღვევის შესახებ და დედის, ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება. სწორედ ამ ოთხ შემთხვევაში კლინიკაში მარეგულირებლის შესვლის ახალი პროცედურა იმოქმედებს. როგორც აღმოჩნდა კლინიკები ამ ცვლილებებით კმაყოფილნი არ არიან. 

Რატომ არ უძღოდა ამ ცვლილებას კონსულტაციები კერძო სექტორთან, აგვარებს თუ არა საფრთხეებს კანონში დაზუსტება და რა პრობლემური საკითხები რჩება გადასაწყვეტი? 

სტუმარი: მაია მახარაშვილი - “სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი;
 


Subscribe to our news

Get the main news of the day