შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირება დაიწყო. პროგრამა 6 თვიანია და ახალგაზრდა კადრების დასაქმებისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 700 000 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა 16-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ. წესები კი ასეთია: ერთ ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 3 ან 4 სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდის დარეგისტრირება შეიძლება.
თითოეულ მათგანს სახელმწიფო სტიპენდიის სახით ყოველთვიურად 200 ლარს გადაუხდის. დამსაქმებელს საშუალება მიეცემა, მათ შორის საუკეთესო აირჩიოს. შერჩეული თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდაში ისევ სახელმწიფო ჩაერთვება და 4 თვის განმავლობაში ხელფასის ნახევარს თავის თავზე აიღებს. პროგრამის მიხედვით, ერთი ვაუჩერის ღირებულება თვეში 470 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი 4 თვის გასვლის შემდეგ ვალდებულებას იღებს, სამუშაო ადგილი მინიმუმ 6 თვით შეუნარჩუნოს ახალგაზრდა კადრს. რამდენი დამსაქმებელი ჩაერთვება პროგრამაში ჯერ-ჯერობით უცნობია. სახელმწიფო პროგრამას სოციალური მომსხურების სააგენტო განახორციელებს.