Home
Category
TV Live Menu

"ჯანდაცვის სექტორში თუ ვინმე ახდენს მონოპოლიზებას, ეს თავად ჯანდაცვის სამინისტროა"

5937f4c174169
BM.GE
07.06.17 16:39
1042
"გირჩის“ წარმომადგენელი და ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სააფთიაქო ქსელებს შესაძლოა კლინიკების ფლობა აეკრძალოთ ნეგატიურად აფასებს. მეგრელიშვილმა გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა, რომ აღნიშნულს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს.

"მინისტრმა თქვა, რომ კიდევ ერთი აკრძალვა უნდა შემოვიტანოთ - ეს მსგავსია, რომ რძის მწარმოებელს აეკრძალოს ძროხის ფერმის ფლობა, წისქვილს პურის საცხობის. არაფერ შუაში არაა აქ ევროკავშირის მოთხოვნა, ეს ტყუილია. ევროპაში, რომ ყველაფერი კარგად იყოს კრიზისი არ იქნებოდა.

ამ ბაზარზე ნამდვილად არის კონკურენცია და თუ ვინმე ახდენს მონოპოლიზებას ეს თავად ჯანდაცვის სამინისტროა. ჯანდაცვის სამინისტროს დღემდე აქვს სახელმწიფო საავადმყოფოები და ის სრულად აკონტროლებს ფარმაცევტულ კომპანიებს ქვეყანაში“, - ამბობს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი რეგიონში ყველაზე კონკურენტულია.

ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ

Subscribe to our news

Get the main news of the day