ჯანდაცვის სფეროში არსებული დარღვევების გამო გასულ წელს რეგულირების სააგენტომ 1 171 100 ლარის ჯარიმა გასცა. აქედან მილიონზე მეტი ღირებულების ჯარიმა ფარმაცევტულ დარგში არსებულ დარღვევებზე დაიწერა. დაფიქსირდა ნარკოტიკების და ფსიქოტროპების გამოწერის დარღვევის ფაქტებიც.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, სულ 1 036 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. 620 შემთხვევაში ჯარიმა დაიწერა, 208 შემთხვევაში კი სააგენტო შენიშვნით შემოიფარგლა.
დარღვევების სხვა ტიპებს შორის არის სალიცენზიო პირობების დარღვევა (96 შემთხვევა), მაღალი რისკის საქმიანობა (79 შემთხვევა), უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობა (11 შემთხვევა) და სხვა შემთხვევები.