Home
Category
TV Live Menu

ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო!

5859122c99f13
BM.GE
20.12.16 15:08
970
"ვიზალიბერალიზაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება”, - ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს.

"დღეს, ევროკავშირმა ახალი წელი მოგვილოცა, ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო!

ახალი წლიდან ველოდებით ევროკავშირის პარლამენტში ასევე აქტიურ პროცესს. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება", - წერს ჯანელიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day