Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანსაღია თუ არა ბანკების მოგების არსებული სტრუქტურა?

BM.GE
27.01.23 18:26
164
დღეს მინდა, გავაანალიზოთ ის რეკორდული მოგება, რომელიც 2022 წელს საქართველოში 15–მა კომერციულმა ბანკმა მიიღო. შარშანდელი წელი კომერციული ბანკებისთვის რეკორდულად მომგებიანი იყო როგორც შემოსავლიანობით, ასევე წმინდა მოგებით.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, კომერციულმა ბანკებმა შარშან 7.5 მილიარდი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იყო. წმინდა მოგება კი 2 მილიარდ 90 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წლის შედეგს 6 მილიონი ლარით აღემატებოდა – აქვე ისიც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ სექტორის კონსოლიდირებული წმინდა მოგება კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა ვითიბის ზარალი, რაც 70 მლნ ლარს აღემატებოდა.

კონკრეტული წყაროების მიხედვით, ბანკების 7.5-მილიარდიანი შემოსავლები ასე გადანაწილდა: საპროცენტო შემოსავლები - 5 მილიარდ 640 მილიონი ლარი, მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან 2 მილიარდ 930 მილიონი – ამ ნაწილში ზრდა 18% იყო; იურიდიული პირების სესხებიდან მილიარდ 900 მილიონი ლარი. საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან 597 მილიონი ლარი – ამ ნაწილში ზრდა 24%–ია;

არასაპროცენტო შემოსავლები - მილიარდ 860 მილიონი ლარი, მათ შორის საკომისიოები 574 მლნ ლარი – აქ ზრდა 24%–ია; შემოსავლები ჯარიმებიდან 95 მლნ ლარი – ზრდა 27%.

შემოსავალი სავალუტო კონვერსიების ოპერაციებიდან - 886 მილიონი ლარი, ზრდა 294%.

ქართული ბანკების 4 მილიარდ 970–მილიონიანი ხარჯები ასე ნაწილდებოდა: საპროცენტო ხარჯები - 2 მილიარდ 770 მილიონი ლარი, მათ შორის დეპოზიტებზე მილიარდ 520 მილიონი ლარი, რაც 19%–იან ზრდას ნიშნავს; ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე დარიცხული პროცენტი 968 მლნ ლარია – აქ ზრდა 26%–ია.

არასაპროცენტო ხარჯები - მილიარდ 860 მილიონი ლარი, მათ შორის აპარატის შენახვის ხარჯი 967 მლნ ლარი (ზრდა 21%); ინვენტარის ხარჯი 284 მლნ ლარი (ზრდა 12%); ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგებზე 335 მლნ ლარი.

მოგება დაბეგვრამდე - 2 მილიარდ 530 მილიონი ლარი (ზრდა 8%); მოგების გადასახადი 446 მლნ ლარი (ზრდა 75%); წმინდა მოგება 2 მილიარდ 88 მილიონი ლარი, ზრდა 6 მლნ ლარი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2023 წლიდან კომერციულ ბანკებს 20%-მდე გაზრდილი მოგების გადასახადის გადახდა მოუწევთ.

სტუმარი: დავით რუსია - საბანკო ასოციაციის ანალიტიკოსი.


Subscribe to our news

Get the main news of the day