Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯარიმები „მწვანე პასპორტის“ სისტემის დარღვევისას - "სარესტორნო ბიზნესზე ყველანაირი ჯოხი გადატყდა"

BM.GE
23.11.21 13:49
444
მას შემდეგ, რაც მთავრობამ 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტების" სისტემის ამოქმედება დააანონსა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ ის წარმატებით იმუშავებს, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა შეუმსუბუქდებოდათ. საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პანდემიის გამო, ქვეყანაში კვების ობიექტები ღამის 11 საათამდე მუშაობენ. ბიზნესს იმედი აქვს, რომ აღნიშნული შეზღუდვა მალე მოიხსნება,თუმცა არსებული ეპიდვითრებით თუ ვიმსჯლებთ, მე პირადად ამ ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებდი. ამასობაში სიახლეებიც წამოგვეწია და კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება. კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებსაც. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველი გახდეს. ეს ყველაფერი, სულ რღაც 1 კვირაში ამოქმედდება და ამ ფონზე:

მოაკლდებათ თუ არა “მწვანე პასპორტის” სისტემის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლები,და როგორ ფიქრობენ - დაუბრუნდებიან თუ არა კვების ობიექტები მუშაობის ჩვეულ სამუშაო რეჟიმს?

სტუმარი: ნიკა მანჯგალაძე - რესტორან “Z 10”-ის, ტურისტული კომპანია TRAVELSHOP-ის დამფუძნებელი.


Subscribe to our news

Get the main news of the day