"თუ თქვენ შავ პარასკევს Amazon-ზე იშოპინგეთ, გილოცავთ - თქვენ დაეხმარეთ ჯეფ ბეზოსს მისი ქონება $100-მილიარდამდე გაზრდილიყო",- ამის შესახებ CNN Money წერს.
საქმე ისაა, რომ ფასდაკლებების დღის - შავი პარასკევის - შემდეგ Amazon-ის აქციების ფასი 2,5%-ით (2.4$ მილიარდით) გაიზარდა და ჯამში ბეზოსის ქონებამ 100.3 მილიარდი შეადგინა.
2016 წელთან შედარებით Amazon-ის აქციების ფასი 18.4 პროცენტითაა გაზრდილი. 100-მილიარდიანი ნიშნული ბოლოს 1999 წელს დააფიქსირა Microsoft დამფუძნებელმა - ბილ გეიტსმა. აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის ქონება წელს 32.6$ მილიარდითაა გაზრდილი და ის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.