Home
Category
TV Live Menu

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აქციები გაყიდა

5a004c4fd528d
BM.GE
06.11.17 15:48
790
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ერთი კვირის განმავლობაში კორპორაციის 1 მილიონი აქცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა. კომპანიის შექმნის შემდეგ, ბეზოსმა უკვე მესამედ გაყიდა ფასიანი ქაღალდები, თუმცა ბოლო გარიგება ყველაზე მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბეზოსს Amazon-ში 16%-იანი წილი (80 მილიონ აქციამდე) ისევ დარჩა. ბეზოსმა აქციების გაყიდვის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ აპრილში გააკეთა და დასძინა, რომ თანხას თავის კოსმოსურ პროექტში Blue Origin LL დააბანდებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს კომპანია Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსის ქონება 90 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და იგი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დასახელდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day