კომპანია Alibaba-ს დამფუძნებლის ჯეკ მას განცხადებით, ჩინური ფალსიფიცირებული პროდუქცია მეტად ხარისხიანია, ვიდრე ორიგინალი. ჯეკ მამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთ გამოცემაში ჩინური პროდუქციის ხარისხზე სტატია გამოქვეყნდა. ჯეკ მას განცხადებითვე დღეს Alibaba მსოფლიოში ყალბი პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი პირველია.
"პრობლემა ყალბი პროდუქციის ხარისხში არაა, დღეს მათი ფასი ბევრად უკეთესია, ვიდრე ორიგინალი პროდუქციის. ყალბი პროდუქცია ბიზნესს ხელს არ უშლის, ხელს მათ ახალი ბიზნეს მოდელი უშლით.
იგივე სახელი, იგივე ფაბრიკა, მაგრამ განსხვავებული სახელი... ჩვენ პრობლემის 100 პროცენტით გადაჭრა არ შეგვიძლია“, - ციტირებს ჯეკ მას სიტყვებს Bloomberg.