Home
Category
TV Live Menu

ჯეკ მა ერთ დღეში 2,8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა

593a9ea1b7bd9
BM.GE
09.06.17 17:11
1030
Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ერთ დღეში 2,8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მიზეზად Alibaba Group Holding Ltd.forecast-ის გაყიდვების ზრდის პოზიტიური პროგნოზი დასახელდა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

ბლუმბერგის მილიარდერების რეიტინგით, ჯეკ მა, რომელიც 52 წლისაა, უმდიდრესია ადამიანია აზიაში, ხოლო მსოფლიოში მე-14 ადგილს იკავებს.

მისი ქონება მიმდინარე წელს 8,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 41,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ზრდა განსაკუთრებულად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩინეთის უდიდესი ელეტრონული კომერციის ვებ-გვერდმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შემოსავალი 45%-ის ნაცვლად 49%-ით მოიმატებს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის ფასმა 13%-ით მოიმატა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day