Home
Category
TV Live Menu

ჯეკ მამ შესაძლოა ბერლუსკონისგან საფეხბურთო კლუბი მილანი შეიძინოს

572221a3cd062
BM.GE
28.04.16 18:42
1289
ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ შესაძლოა საფეხბურთო კლუბი მილანი შეიძინოს. სპორტული გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, კლუბის შეძენით ჩინური კონსორციუმია დაინტერესებული, რომლის ხელმძღვანელიც ჯეკ მაა.
 
"ამ ეტაპზე კონსორციუმი კლუბის მფლობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმ შემთხვევაში თუ გარიგბა შედგა, კონსორციუმი მილანში ახალ სტადიონს ააშენებს", - ციტირებს გამოცემის სტატიას Businessinsider-ი.

გამოცემის ინფორმაციითვე, თავდაპირველად ჩინური კომპანია ბერლუსკონისგან საკონტროლო პაკეტის 70%-ს შეისყიდის, წლის ბოლომდე კი დანარჩენ 30%-საც. ჯეკ მა უკვე ფლობს ჩინური საფეხბურთო კლუბის 40%-ს.
 
გამოცემამ, კლუბის საკონტროლო პაკეტი 350-400 მილიონ ევროდ შეაფასა.

Subscribe to our news

Get the main news of the day