კომპანია "ჯეოსელის" დირექტორი, პაველ სმალინსკი ფარული მოსმენების შესახებ კანონზე კომენტრას „საქმის კურსთან“ აკეთებს. მისი განცხადებით, კანონი იმ ფორმით უნდა იყოს მიღებული, რომ არ დაზარლდეს არც სატელეკომუნიკაციო სფეროს კომპანიების მომხმარებელი და თავის მხრივ მოვალეობის შესრულება სახელმწიფომაც შეძლოს.
"ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს - ერთი არის ტექნიკური ხარჯი, ხოლო მეორე კი მომხმარებლის მიმართ გამჭვირვალობა და პრივატულობა. ჩვენ გვაქვს მთავრობასთან ღია დიალოგი. ეს არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს ორმხრივ კომუნიკაციას და ჩვენ გვაქვს ეს კომუნიკაცია. გვესმის რომ მოთხოვნა არის უსაფრთხოება, თუმცა მეორე მხრივ ჩვენ წარმოვადგენთ მომხმარებლებს და ჩვენ ვიბრძვით მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვისთვის. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ის უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვისთვის. გვესმის, რომ არის გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულდეს.
ტექნიკურად ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ გვაქვს ღია პლატფორმა, ამიტომაც გამოვთქვით პრეტენზია, არ შეიძლება ტექნიკურად უბრალოდ ამ ყველაფრის ყიდვა. როგორიც უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვიყოთ აღსრულებაში პროგნოზირებადები. ასევე იმპლემენტაციისთვის გვინდა შესაბამისი დრო და ღია და გამჭვირვალე მონიტორინგის პროცესი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენი მომხმარებლის მხარეს.
ეს არის ახალი რეგულაცია, სამყარო იცვლება, რეგულაციები იცვლება, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ გვჭირდება დრო ამ სიახლის იმპლემენტაციისთვის, დიალოგი კი ამ პროცესში უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია. გადაწყვეტილება უნდა იყოს ორმხრივად მისაღები, რათა მომხმარებლებს კვლავ დაცული ჰქონდეთ პრივატულობა და კონფიდენციალობა, ხოლო თავის მხრივ სახელმწიფომ შეძლოს უსაფრთხოების დაცვა", - აცხადებს კომპანია "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.