Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევით ავიაბილეთების დაზღვევა გახდა შესაძლებელი

BM.GE
12.06.23 11:50
126
ზაფხულის სეზონზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა ქართველი ტურისტებისთვის, სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. საქართველოში მოქმედი წამყვანი ტუროპერატორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და რეალიზაციას ახორციელებენ, აღნიშნავენ, რომ მაღალ სეზონზე ძირითადი მომართვიანობა ზღვისპირა ქალაქებზე მოდის. ტურისტების მეტი კომფორტისთვის, ტუროპერატორები სხვადასხვა სამოგზაურო პაკეტებთან ერთად მომხმარებლებს სამოგზაურო დაზღვევასაც სთავაზობენ. 

BMG-იმ ტუროპერატორებს ესაუბრა, ვინც “ჯიპიაი ჰოლდინგის” სამოგზაურო დაზღვევას უკვე წლებია მიმართავს. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიის სამოგზაურო დაზღვევა ხელმისაწვდომი და მოქნილია მომხმარებლებისთვის, ასევე “ჯიპიაი ჰოლდინგი” მათ სხვადასხვა მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. ტუროპერატორებისთვის განსაკუთრებით კომფორტული “ჯიპიაი ჰოლდინგის” მოქნილი და გამართული ონლაინ სისტემაა. თავად ტუროპერატორები განმარტავენ, რომ ხშირია ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა დამწვრობა ზღვისპირა ქალაქებში, ან ბარგის დაკარგვა, რისგანაც “ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვეულებს იცავს.

სტუმარი: ირინა ნაცვლიშვილი - "ჯიპიაი ჰოლდინგის" კორპორაციული არხების განყოფილების უფროსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day