Home
Category
TV Live Menu

ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა

5680d083d27b7
BM.GE
28.12.15 10:01
2578
ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ღვინის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს, აუქციონზე 60-მდე ბოთლი ღვინო გაიყიდა. აუქციონზე ყველაზე ძვირად 2010 წლის რქაწითელი გაიყიდა, რომლის ფასმაც 1200 ლარი შეადგინა.
 
შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო აუქციონი გუშინ ჯონ ვურდემანის დასახმარებლად შედგა, რომელსაც 11 დეკემბერს სიღნაღში სახლი დაეწვა. წარმოშობით ამერიკელი ვუდერმანი სიღნაღში გასული საუკუნის 90-იან წლებში დასახლდა, მის სახლში კი წლების განმავლობაში ნაგროვები ეთნოგრაფიული მასალა იყო დაცული.

Subscribe to our news

Get the main news of the day