ამერიკელი ინვესტორი ჯორჯ სოროსი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში "შავ პარასკევს“ პროგნოზირებს. მისი თქმით, ბრიტანელების გადაწყვეტილებამ ფუნტი შესაძლოა ერთ დღეში 20%-ით ჩამოშალოს.
როგორც Guardian-ს სოროსმა განუცხადა, მისი გათვლები 6 ათწლეულის გამოცდილებას ეფუძნება. ასევე მან გაიხსენა 1992 წლის შემთხვევაც ბრიტანული ფუნტის მიმართ, რომელმაც მას სახელი - „კაცი, რომელმაც ინგლისის ბანკი მოატყუა“ დაუტოვა. მისივე თქმით, ეფექტი გაცილებით ცუდი იქნება ვიდრე 1992 წელს. სოროსი ამბობს, რომ "გადაწყვეტილებას მყისიერი და დრამატული დარტყმა ექნება ფინანსურ ბაზრებზე“.
"ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ბევრ ადამიანს გაამდიდრებს, თუმცა უმეტესობას გააღარიბებს“, - ამბობს სოროსი.