Bio product company-ის მიერ წაროებული ასკილის წვენი ამერიკის შტატ ჯორჯიაში თვის ბოლოს გაიგზავნება. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმღვანელმა მერაბ აბაშიძემ განუცხადა, პირველი კონტეინერი უკვე გაგზავნილია.
ამერიკაში წვენების გასატანად საწარმომ სპეციალურად Us organic -ის სერთიფიკატი აიღო.
კომპანიამ ნატურალური წვენები გაგზავნა ჰონგ-კონგშიც. მაისიდან კი აპირებს, რომ ასკილისა და ალუბლის წვენები დიდ ბრიტანეთში გაიტანოს გასაყიდად. მერაბ აბაშიძის ინფორმაციით, გაზაფხულზე პირველი კონტეინერი გაიგზავნება ბრიტანეთში. მწარმოებელს იმედი აქვს, რომ ეს ერთადერთი კონტეინერი არ იქნება.
ასკილის წვენის წარმოება Bio product company-ის საოჯახო ბიზნესია. პროდუქტი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც არის განკუთვნილი.