კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მოპარული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციის დაბრუნებას ითხოვს. როგორც ცნობილი გახდა მანგანუმის უკანონო მოპოვების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირი უკვე დააკავა. ამ ეტაპზე კი კომპანია დაზარალებულად ცნობას ელოდება.
"სამწუხაროდ ჭიათურაში მუდმივი პრობლემა იყო და არის დატაცება-ქურდობა. ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი შემთხვევა. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მოხდეს ჩვენი აღიარება დაზარალებულად და დაგვიბრუნდეს საქონელი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში შვეიტანთ სარჩელს. საუბარია რამოდენიმე მილიონის ღირებულების საქონელზე", - აცხადებს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელაძე.