Home
Category
TV Live Menu

"ჯორჯიან მანგანეზი": ჩვენი მიზანია, რომ საწარმოები პასუხობდეს დასავლურ შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით სტანდარტებს

5885a5c637a42
BM.GE
23.01.17 10:40
1094
"ჩვენი მიზანია, რომ ჯორჯიან-ემერიქან ელოიზის საწარმოები საქართველოში პასუხობდეს დასავლურ შრომის უსაფრთხოების და გარემოს-დაცვით სტანდარტებს", - კომპანია "ჯეორჯიან მანგანეზის" განცხადებით, კომპანიამ უკვე გაწია მნიშვნელოვანი სამუშაოები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაზგამწმენდი სისტემის გაუმჯობესებაში.

"ახალი 25,5 მეგავატი სიმძლავრის ღუმელის გახსნა მე-4 საამქროში, კიდევ უფრო გვაახლოვებს თანამედროვე მეტალურგიული ინდუსტრიის სტანდარტებთან“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ამასთან, წელს პირველად ბოლო 25 წლის მანძილზე კომპანიამ უზრუნველყო 80 ათასი ტონა მანგანუმის კონცენტრატის ექსპორტი ჩინეთში, რაც როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, კრიზისულ რეალობაში მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადასვლიდან თავის არიდებაში დაეხმარა კომპანიას.

"წელსვე ხელი მოვაწერეთ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკავშირებთან კოლექტიურ ხელშეკრულებას. ამასთან მნიშვნელოვანია უახლესი სამკურნალო დიაგნოსტიკური ტექნიკის დანერგვა კლინიკა „ფერომედში“. 2016 წელს რეკორდული ელექტროენერგია გამოიმუშავა ვარციხე ჰესმა", - განმარტავენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day