„ჯორჯიან მანგანეზი" პერევისის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, - როგორც განსაკუთრებულ საწარმოო ინციდენტს - გადაჭარებულად მიიჩნევს.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, დაუზუსტებელი და რეალობასთან შეუსაბამო იყო 2017 წლის, 4 იანვარს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პერევისას მაღაროში მომხდარი აფეთქება იყო განსაკუთრებული შემთხვევა, რის გამოც ორმა მუშამ მიღო სხეულის მძიმე დაზიანებები.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, ჭიათურაში დახურულ მაღაროებში მადნის მოპოვება ათეული წლების განმავლობაში დადგენილი ტექნოლოგიით-ქანების აფეთქებით ხდება.
”ყოველდღიურად მრავალჯერადი ხელოვნური აფეთქებით წარმოებს მიწის მასების ჩამოშლა და შემდგომ მადნის გამოტანა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ამფეთქებლებმა არ დაიცვეს დადგენილი სტანდარტით უსაფრთხო ადგილას გადანაცვლების წესი და აფეთქების შედეგად ერთ დასაქმებულს თვალებში შეეყარა მტვერი, ხოლო მეორემ მიიღო მსუბუქი დაჟეჟილობები და დაიზიანა ფეხის მყესი. ორივს ჩაუტარდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
დღევანდლი მონაცემებით, ერთი დასაქმებული რომელსაც გამოურეცხეს თვალები-დაუბრუნდა საკუთარ სამუშაო ადგილს, ხოლო მეორეს უტარდება მყესზე შესაბამისი მკურნალობა.
„ჯორჯიან მანგანეზი" მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ფეთქითი მასალების ხარისხს და გააჩნია სპეციალური პოლიგონი სადაც ხდება ყოველი ახალი პარტიის გამოცდა. ასევე ხდება მარაგების პერიოდული ინსპექტირება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.