"თუ ჯორჯიან მანგანეზში არსებული პრობლემები 3 წელში ვერ მოგვარდა, დავაყენებ საკითხს, რომ ვადა გამიგრძელონ", - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ დანიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, პრობლემების ძირითადი ნაწილი ჭიათურას უკავშირდება და ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შლამ-საცავის მოწყობა, მდინარეში ნარეცხი მადნების ჩაშვება, დამტვერიანება, ხმაური.
"11 ივნისს უნდა წარვადგინო მოქმედების გეგმა თუ როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას, რა პეროდში და რა თანხებში. ინვესტიცია 20-25 მილიონ დოლარზე ზევით იქნება.
მდგომარეობა მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს. დაგროვილი პრობლემები წლებია მოდის და სამ წელიწადში შესაძლოა ვერ გადაწყდეს, ძალიან დიდი ნაწილი 70% სამ წელში გადაიჭრება, თუ არა დავაყენებ საკითხს გამიგრძელონ