Home
Category
TV Live Menu

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს

592c1a3e50ec5
დავით ჯალაღონია
29.05.17 16:53
955
"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ახალი გამამდიდრებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა, ახალი გამამდიდრებელი ქარხანა მდინარე ყვირილას დაბინძურების მაჩვენებელს თითქმის 100%-ით შეამცირებს.

"მდინარეში მარგანეცი და ყველა სხვა მინერალი ჩადის, რაც წარმოებას მოყვება. მე კარიერებზე ვიყავი, მოსახლეობას შევხვდი და ერთ-ერთმა მითხრა, რომ ამ შლამის გამო, რომელიც არსად მიდის, კარიერიდან არც ისე შორს ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი და ამ შლამებმა გადაფარეს მისი მიწა, რის გამოც ნაკვეთი საერთოდ უვარგისი გახდა. ზუსტად ეს არის პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის შლამსაცავის გაკეთება და გამამდიდრებელი ქარხნის აშენება, რომელიც თითქმის 100%-ს გადაიტანს ნარჩენებს კონცენტრატში და მდინარე არ დაბინძურდება", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 25 მილიონი დოლარი დაჯდება და ამისთვის ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან "ოლ მინერალსთან" აპირებს თანამშრომლობას.

"მე ველაპარაკე გერმანულ მშენებლობას პირველადი შეფასებით, მშენებლობას დაწყებიდან 1 წლიდან 18 თვემდე სჭირდება. დაწყებაში შედის დაგეგმარება, სპეციალისტების გადამზადება და ა.შ. ეს გერმანული კომპანია აწარმოებს იმ დანადგარებს, რომელიც ქარხანაში უნდა დამონტაჟდეს", - განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ აღნიშნულ გერმანულ კომპანიას შეკვეთას "ჯორჯიან მანგანეზი" სავარაუდოდ, ივლისში მისცემს.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, ჭიათურის მაღაროების მუშაობის შედეგად ქალაქში არსებული ეკოლოგიური ვითარების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სასამართლოს თანხმობით კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა.


Subscribe to our news

Get the main news of the day