Home
Category
TV Live Menu

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა 14 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

594127becde33
ელენე გოგბერაშვილი
14.06.17 16:35
920
"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა საშუალოვადიანი (2017-2019 წლების) გეგმა წარადგინა. შეხვედრას "ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებელი კომპანიის "Georgian A merican Alloys"-ის აქციონერი და წარმომადგენელი ურიელ ლაბირი ესწრებოდა. მისი განცხადებით, ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ წარმოდგენილი გეგმის შესრულება.

კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანი განხორციელებისთვის უკვე შექმნილია ეკოლოგიური სამსახური, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას.

ასევე, კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეწყდა მოპოვებითი სამუშაოები ე.წ "საშევარდნოს’’ კარიერზე, რადგან ამ კარიერზე ოპერირება ზიანს აყენებდა რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას. 2017 წელს განხორციელებულ პროექტებს შორისაა მადნის ძარაგადახურული ტრანსპორტით ტრანსპორტირება. ასევე მიმდინარე წელს განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი.მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის "საშევარდნოს" კარიერისთვის. სამინისტროსთან შეთანხმდება ასევე ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.

14 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2018-2019 წლებში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები მდინარე ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით. დაიწყება ასევე მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლოატაციაში გაშვება.

გარემოს დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით "ჯორჯიან მანგანეზში" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შსრულების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური მმართველი დაინიშნა.

სპეციალური მმართველის განცხადებით, მენეჯმენტთან შეთანხმებით "ჯორჯიან მანგანეზის’’ მართვა ერთობლივად განხორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day