The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა J. P. Morgan Chase თამანშრომლების ნაწილს საერთაშორისო საბანკო ქსელზე და SWIFT-ზე წვდომა შეუზღუდა. მათი მონაცემების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ცოტა ხნის წინ განხორციელებული კიბერშეტევა ვიეტნამისა და ბანგლადეშის ცენტრალურ ბანკზე, რომლის შედეგადაც ხაკერებმა ამერიკული ანგარიშებიდან მარეგულირებლის თანხის წაღება შეძლეს.
თავად SWIFT-ში აცხადებენ, რომ მათი უსაფრთხოების სისტემა არ დარღვეულა, თუმცა გასულ კვირას გასცეს რეკომენდაცია კლიენტებისთვის სასწრაფოდ მიეღოთ უსაფრთხოებსი ზომები ინფორმაციის გაცვლისას.