შოტლანდია შესაძლოა 2019 წლისთვის გაერთიანებულ სამეფოს გამოეყოს, - 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგების შემდგომ გააკეთა თავისი პროგნოზი J.P. Morgan Chase & Co-მ.
"ჩვენი საბაზო სცენარი ასეთია - შოტლანდია კენჭს იყრის დამოუკიდებლობისთვის და ამ ეტაპზე საკუთარ ვალუტას შექმნის“, - ამბობს ბანკის ეკონომისტი.
"ბრიტანულ რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ასევე უბიძგებს საერთაშორისო კომპანიებს დიდი ბრიტანეთიდან სხვა ქვეყნებში პირველი ოპერაციები განახორციელონ“, - აღნიშნულია ბანკის ანგარიშში.
რეფერენდუმის შემდგომ, შოტლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის ყველა ზომას მიმართავს, რათა უზრუნველყოს შოტლანდიის ევროკავშირის წევრად დარჩენის შესაძლებლობა.