ამერიკული საინვესტიციო ბანკის JP Morgan წლის ბოლომდე ნავთობის ფასის შემცირებას ელოდება. ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, წლის მესამე კვარტალში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 45,3 დოლარი გახდება, ხოლო WTI-ს კი 43 დოლარი.
ნავთობის ფასის მატებას ბანკის ანალიტიკოსები 2017 წლიდან ვარაუდობენ და მათი პროგნოზით ფასი 55 დოლარი მომავალი წლიდან გახდება. ყველაზე მაღალ პროგნოზს, - ბარელზე 60 დოლარს კი ანალიტიკოსები მომავალი წლის მეოთხე კვარტლისთვის აკეთებენ.