Home
Category
TV Live Menu

JTI კავკასია: თამბაქოს შესახებ კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის სტრატეგიასთან

577244bbdbcc7
BM.GE
28.06.16 13:27
1038
"პარლამენტში შემუშავებული კანონმდებლობა თამბაქოს კონტროლის შესახებ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის სტრატეგიასთან", - აღნიშნულის შესახებ კომპანია "JTI კავკასიას" წარმომადგენელმა ივა ხასიამ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებისას, მის ავტორებს ბიზნესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ხასია განმარტავს, რომ არსებული რედაქცია დააზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებს შეუმცირებს სახელმწიფოსაც.

„2013 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც პირდაპირ გაიწერა ყველა ის შესაძლო შეზღუდვა რაც დაწესდებოდა 2018 წლის ჩათვლით. სამწუხაროდ, ეს კანონმდებლობა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან. ამ კანონპროეტის ავტორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ბიზნესთან. კომპლექსური საკითხები, რაც შედის ამ კანონპროექტში პირდაპირ სცილდება მარტო თამბაქოს ბიზნესის რეგულაციებს და შეზღუდვებს აწესებს სარესტორნე, სარეკლამო ბიზნესზეც.

კარგი იქნებოდა თუ პირველ რიგში ჩატარდებოდა სრულფასოვანი ეკონომიკური ანალიზი, შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, რასაც ეს კანონპროექტი გამოიღებს.

ეს პირდაპირ დაარტყავს სარეკლამო და მარკეტინგულ სააგენტოებს. არის შეზღუდვები, რომელიც პირდაპირ აისახება, როგორც მცირე ასევე საშუალო მეწარმეებზე, რადგან მათთან მიმდინარე კონტრაქტებია გაფორმებული და საკმაოდ დიდ დანაკარგებზეა საუბარი.

იმ სავალალო შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, რომ დადგეს ეს საბიუჯეტო დანაკარგებსაც გამოიწვევს. ზარალი მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისთვის“, - ამბობს ხასია.

Subscribe to our news

Get the main news of the day