ჟურნალმა Time წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დაასახელა. ტრამპთან ერთად გამოცემის წლის ადამიანის კანდიდატებს შორის იყო ჰილარი კლინტონი და ვლადიმირი პუტინიც. ნომინანტების სიაში ასევე მოხვდა ბრიტანელი ნაციონალისტების ლიდერი ნაიჯელ ფარაჯიც, რომელიც ე.წ. ბრექსითის წარმატებულ კამპანიას ედგა სათავეში.
შარშან გამოცემის წლის ადამიანის ტიტულის მფლობელი ანგელა მერკელი იყო. გამოცემა წლის ადამიანს უკვე 90 წელია ავლენს.