Home
Category
TV Live Menu

ჯვარის მოსახლეობას შემოდგომიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

5a9679283dbda
BM.GE
28.02.18 13:35
659
ქ. ჯვარის მოსახლეობას შემოდგომიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
ქ, ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოებს აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“-ი ასრულებს, რომელსაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

Subscribe to our news

Get the main news of the day