Home
Category
TV Live Menu

კ2-ის გადამეტების მოსაკრებელი, სავარაუდოდ "მწვანე სახურავების" შექმნის ვალდებულებით ჩანაცვლდება

57edfeac837c7
ელენე გოგბერაშვილი
30.09.16 09:54
1198
"მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით", - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა, დავით ნარმანამ გააკეთა. როგორც გაირკვა წახალისების მექანიზმზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების ჯგუფი მუშაობს.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმციით, "მწვანე სახურავი“ და მასთან ერთად ენერგოეფექტიანი მასალების, ასევე განახლებადი ენერგიის გენერირება და გამოყენება განსაზღვრულია, როგორც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების ერთ-ერთი მაკომპენსირებელი ღონისძიება. როგორც უწყებაში "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კ2-ის გადამეტების მოსაკრებელის ჩანაცვლებაზე, "მწვანე სახურავის“ ან ენერგოეფექტიანი მასალების, ან განახლებადი ენერგიის გენერირება-გამოყენების დანახარჯების შესაბამისად. თუმცა როდის დასრულდება მუშაობა და როდის ისარგებლებენ სამშენებლო კომპანიები წახალისების აღნიშნული მექანიზმით, ჯერჯერობით უცნობია.

Subscribe to our news

Get the main news of the day