Home
Category
TV Live Menu

კაკულია: ეკონომიკური აქტივობის არსებული დონე საკმარისი არაა სერიოზული რეზულატატებისთვის

5798c69e91186
BM.GE
27.07.16 18:33
961
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა,- თემაზე ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია "ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრობს.

- როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით?

- გადაწყვეტილება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო, მოულოდნელი არ ყოფილა. იმდენად, რამდენადაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიმდინარე წლისთვის 5%-ია, ივნისში კი წლიურმა ინფლაციამ 1.1% შეადგინა. შესაბამისად, საკმაოდ სერიოზული განსხვავებაა მიზნობრივ მაჩვენებელსა და ფაქტიურ მაჩვენებელს შორის და აქედან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება გააგრძელა, თუმცა შესაძლოა შერბილების მასშტაბი სადავო იყოს. ჩემი აზრით, შეიძლებოდა უფრო მეტი ყოფილიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. მაგალითად, წინა სხდომაზე შემცირების მასშტაბი ორჯერ მეტი იყო.

- თქვენი აზრით, მაკროეკონომიკური ფონი რას გვეუბნება?

- მაღალი დოლარიზაციის გამო, საქართველოში მონეტარული გადაცემის მექანიზმი საკმაოდ სუსტია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, ალბათ ჯობდა, რომ ნახევარპროცენტიანი მაინც ყოფილიყო ეს მასშტაბი. ზოგადი მაკროეკონომკური ფონი მაინცდამაინც სახარბიელო არაა, რა თქმა უნდა. ჩვენ ეკონომიკური აქტივობის უფრო მაღალი დონე გვჭირდება. სამწუხაროდ არსებული დონე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ განვითარების თვალსაზრისით სერიოზული რეზულტატები მოიტანოს. ვფიქრობ, რომ შერბილების პოლიტიკა შესაძლოა უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე პროცესი გვიჩვენებს, ანუ უფრო მეტად შეიძლებოდა შემცირებულიყო. ლარით გაცემული საპროცენტო კრედიტების განაკვეთი საშუალო პერიოდში საკმაოდ საგრძნობ გავლენას მოახდენდა, ხოლო რაც შეეხება უცხოური ვალუტით დენომინირებულ აქტივებს, ეს გავლენა სამწუხაროდ მინიმალურია და საქართველო ამ თვალსაზრისით, უნიკალური შემთხვევა არაა. მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებში ეს პრობლემა ყოველთვის არსებობს.

- ბევრი ქვეყანა არსებობს დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტით. ამ კუთხით ჩვენთან სურათი როგორია?

- მიმაჩნია, რომ პრობლემა ძალიან სერიოზულია. ეს ჩემი დამოკიდებულება დღეს არ ჩამოყალიბებულა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯები და ფიქრი 2010 წლიდან დაიწყო, იმ პერიოდიდან ცდილობს ეროვნული ბანკი, რომ ამ პრობლემისთვის მოევლო. სამწუხაროდ, რამე ხელშესახებ რეზულტატებს ვერ მივაღწიეთ ვერც მაშინ და არც ახლა გვაქვს ხელშესახები რეზულტატი. პირველ რიგში საინტერესოა მიზეზი იმისა, რომ დოლარიზაცია ასეთი მდგრადია არის ეროვნული ვალუტის მიმართ უნდობლობა. ეს უნდობლობა სისტემატურად იკვებება და მისის გენერირება ხდება იმ ეპიზოდებით, როცა ლარის კურსი მკვეთრად ვარდება. 10-15 წლის წინ, თუნდაც იმ 1998 წელს, როდესაც რუსეთის კრიზისის გავლენით ლარის დევალვაცია მოხდა, შოკის მასშტაბი გაცილებით მოკრძალებული იყო. ახლა ეს შოკების მასშტაბი უკიდეგანო გახდა. ძალიან რთულია საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში შესამჩნევ შედეგებს მოგვცემს.

- ხელოვნური ჩარევა, ლარის წახალისებისკენ ჩატარებული ღონისძიებები ბაზარს ავნებს?

- ადმინისტრაციული მექანიზმებით ჩვენ ვერაფერს გავხდებით. ამის მსოფლიო გამოცდილება არსებობს, ურუგვაი, პერუ, არგენტინა, მექსიკა ნაწილობრივ, რომლებმაც მართლაც გააკეთეს ეს. სამივე ქვეყანაში დეპოზიტების განდევნა მოხდა საბანკო სისტემიდან და საბოლოო ჯამში ფინანსური შუამავლობის მასშტაბი ამ ქვეყნებში შემცირდა, დაკრედიტების მოცულობა შემცირდა, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცა და სამივე ქვეყანა იძულებული გახდა ისევ აღედგინა და დაეშვა დეპოზიტები. ამიტომ კობა გვენეტაძე სწორია ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება.

Subscribe to our news

Get the main news of the day