თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ, სამშენებლო წესების დარღვევას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და უნებართვო მშენებლობების დროული დემონტაჟი დაავალა.