Home
Category
TV Live Menu

კალაძის კრიტიკის შემდეგ "საბა კონსტრაქშენი" სარაგბო კომპლექსის ხარვეზებს აღიარებს

5a5494479ef30
სალომე მეცხვარიშვილი
09.01.18 14:02
1519
სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ახალრეაბილიტირებულ გლდანის სარაგბო კომპლექსში დარღვევებს აღიარებს,- ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ლევან თარგამაძემ bm.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია რამდენიმე დღის წინ სარაგბო კომპლექსში დაიბარეს და მიაწოდეს ინფორმაცია აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ.

"ეს კონკრეტული კომპლექსი ჩვენი აშენებულია, 3 წლიანი ხარისხის გარანტია გვაქვს კონტრაქტით ანუ ვალდებული ვართ, 3 წლის განმავლობაში ნებისმიერი ხარვეზი აღმოვფხვრათ თუ ეს ჩვენი მიზეზით მოხდა. ჩვენ უკვე დავიწყეთ იქ ხარვეზების აღმოფხვრა, პარალელურად დავიწყეთ გამოკვლევა, რა იყო მიზეზი - ცუდი მასალა, ცუდი შესრულებული სამუშაო, არასწორი ექსკლუატაცია თუ სხვა რამ“,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა და სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. როგორც კალაძე აცხადებს, კომპანიამ ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა.

"სავარჯიშო კომპლექსი გასული წლის მაისში გაიხსნა, 7 მილიონი დაიხარჯა სამუშაოებში და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო”,- განაცხადა კალაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day