Home
Category
TV Live Menu

კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა შარტავადან პეკინის მიმართულებით იქნება შესაძლებელი

59a67f30c9f0f
BM.GE
30.08.17 13:01
686
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული. კალანდაძის ქუჩიდან პეკინზე გამომავალ ავტომობილებს მოხვევა ამ ეტაპზე შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ - ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირების შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ტრანსპორტისთვის გაიხსნა. კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის ძველი სქემით ამოქმედება ამ ღონისძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს შარტავას ქუჩასა და ჟვანიას მოედანს ტრანსპორტისგან მნიშვნელოვნად განტვირთავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day