Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დევიდ ლი: ხელისუფლებამ უცხოელებს ინვესტირების ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზოს

5a85314a03708
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.18 16:00
961
"ევროპული ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელის დევიდ ლის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შემდეგ ხელისუფლებამ უცხოელ ინვესტორებს ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზოს საქართველოში ინვესტირებისთვის. ასე ეხმაურება ბიზნესმენი მიწის შესახებ ორგანული კანონის შემუშავების საკითხს. აღნიშნულმა კანონმა უნდა დაადგინოს გამონაკლისები, რა შემთხვევაში შეიძლება უცხოელებზე მიწის მიყიდვა მოხდეს. ორგანული კანონის შექმნის საჭიროება კი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს.

"თუ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აიკრძალება, აუცილებელია, ვიცოდეთ რა ალტერნატიულ გზას სთავაზობს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ინვესტირებისთვის. სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში საკმაოდ ვითარდება. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელებზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ უცხელი ინვესტორები, არამედ გვჭირდება უცხოელი ექსპერტები და უხოეთის ბაზარი. ასევე გვჭირდება უცხოელი ინვესტორები იმისთვის, რომ არა მხოლოდ მოიყვანონ და აწარმოონ პროდუქცია საქართველოში, არამედ ამავდროულად ექსპორტზეც გაიტანონ საქართველოდან აღნიშნული ნაწარმი",- აცხადებს დევიდ ლი.