Home
Category
TV Live Menu

კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლო გახდა

59661a0a8179d
BM.GE
12.07.17 16:36
1020
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა. მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას - ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზე საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.

"აღსანიშნავია, რომ შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - ალექსანდრე დიუმას ქუჩა უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩას უკავშირდება", - განმარტავენ თბილისის მერიაში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day