კომპანია "კამპა" წვენების შესახებ ევროკავშირის რეგლამენტის შემოღების დაჩქარებას ითხოვს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბუაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, აღნიშნული რეგულაციის შემოღებით განისაზღვრება როგორც ეტიკეტირების სტანდარტები, ისე ბაზრის მოთამაშეებს შორის დარეგულირდება თამაშის წესები. ბუაძის განმარტებით, დღეს ეს სფერო რეგულირებული არ არის, შესაბამისად სარეალიზაციო ქსელი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციისგან.
"ყველანაირი პროდუქტი არის ბაზარზე, მათ შორის უხარისხო. ეს სფერო ჩვენთან რეგულირებული არ არის. როცა ამ რეგლამენტის შემოღება მოხდება, ბაზარი დაიწმინდება უხარისხო პროდუქციისგან. ამისგან მომხმარებელიც მიიღებს სარგებელს და მწარმოებელიც", - აცხადებს ალექსანდრე ბუაძე.
ტექნიკური რეგლამენტის შემოღების ინიციატივით "კამპა" გასულ წელს გამოვიდა. კომპანია წელს ამ მიმართულებით შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს.