Home
Category
TV Live Menu

კამპანია "აღადგინეს" ფარგლებში ბორჯომის ხეობაში დარგული ხეების 80% განადგურებულია

599bd9ad8f481
BM.GE
22.08.17 12:12
787
კამპანია "აღადგინეს" ფარგლებში ბორჯომის ხეობაში დარგული ხეების 80% განადგურებულია. ამის შესახებ „საქმის კურსს“ კამპანიის ორგანიზატორმა თამარ ზამთარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კამპანიის ფარგლებში, რომელშიც კერძო და ფიზიკური პირები იყვნენ ჩართული, 30 ათასამდე ხე დაირგო, რომლის დიდი ნაწილი ბორჯომის ხეობაში ბოლო 2 დღის განმავლობაში არსებულმა ხანძარმა გაანადგურა.

თამარ ზამთარაძე ამბობს, რომ "აღადგინეს" ფარგლებში შეძენილი ნერგები, დაახლოებით 20 ათასი ძირი, ისევ არსებობს და მათი ადგილზე დარგვის გადაწყვეტილებას სპეციალისტების თანხმობის შემდეგ მიიღებენ.

მისი განმარტებით, ჯერ საჭიროა ტერიტორია სპეციალისტებმა შეაფასონ და დაადგინონ, რამდენად არის მიზანშეწონილი ამ ეტაპისთვის ნახანძრალ ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა.

კამპანია "აღადგინე" აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ბორჯომის ხეობის აღდგენას ისახავს მიზნად. კამპანიაში 170-მდე კომპანია და 6 ათასამდე ფიზიკური პირია ჩართული.

„შეიქმნა ვებ–გვერდი,www.aghadgine.ge სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შეიძინონ და დარგონ ხეების სასურველი რაოდენობა და თვალი ადევნონ პროცესს – რამდენი ხე დაირგო კამპანიის ფარგლებში, რამდენი ჟანგბადი გამოიმუშავა მათ მიერ დარგულმა ნერგმა და თვალყური ადევნონ ხეების ზრდისა და მოვლა–მონიტორინგის პროცესს 5 წლის განმავლობაში. კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დაფიქსირდება ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პირველი პრეცედენტი საქართველოში”,- აღნიშნულია კამპანიის გვერდზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day