Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კამპანია ინსულტის პრევენციისა და დროული მკურნალობისთვის

BM.GE
31.05.22 10:26
264
ინსულტის შედეგად ინვალიდობის და ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. შესაბამისად პრობლემა მართლა მნიშვნელოვანია და მიუხედავდ იმისა, რომ მის მიმართ ცნობადობა არის მაღალი ცნობიერება და მძიმე შედეგების პრევენცია სწორი მკურნალობით შესაძლებელია მაინც არასაკმარისია. 

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოა კამპანია სახელით: სწრაფი მოქმედებით გადაარჩენ სიცოცხლეს! - რომელიც ევექსი ჰოსპიტლების სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში სწორედ ინსულტის პრევენციის, მისი პირველივე ნიშნების ამოცნობისა და დროული, სწორი მკურნალობის მეთოდების დანერგვის მხრივ აქტივობას უკავშირდება. 

"ევექსი ჰოსპიტლებმა" ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლიდან, დაიწყო. ქსელის მასშტაბით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში შეიქმნა მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებები, სადაც პაციენტების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, დაავადების კომპლექსური მართვა და რეაბილიტაციაა შესაძლებელი. ევექსი ჰოსპიტლებმა სერვისი უკვე ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც გახადა ხელმისაწვდომი და დღეს ინსულტის მკურნალობის სპეციალიზებული მიმართულებები თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრსა და ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია შესაძლებელი. რაც იმას გულისხმობს, რომ დაინერგა მწვავე ინსულტის სამკურნალო სპეციალიზებული მიმართულება, რომელიც სრულფასოვნად უზრუნველყოფს ინსულტის სრულ მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით. მკურნალობის ე.წ. ოქროს სტანდარტს კი წარმოადგენს თრომბოლიზიის და თრომბექტომიის პროცედურები. 

როგორია მსოფლიო გამოცდილება ინსულტის მართის კუთხით და რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ჩვენთან, როგორ მისდევს ჩვენი ჯანდაცვა ამ უახლეს მიდგომებს? 

სტუმრები: ზაზა ქაცარავა - ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი და ესენის უნივერსიტეტის პროფესორი; მამუკა ჩხაიძე - ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი;



Subscribe to our news

Get the main news of the day