Home
Category
TV Live Menu

"კანადის ეკონომიკას ემიგრანტები ქმნიან"

5a0054ab48275
BM.GE
06.11.17 16:24
832
კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო ტორონტოში გამართულ კონფერენციაზე Google Go North სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყანაში მაღალკვალიფიციური ემიგრანტების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სანამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს აწესებს, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო კანადაში ემიგრანტებისთვის კომფორტულ პირობებზე საუბრობს.

"კანადის ეკონომიკურ ზრდას ზუსტად ემიგრანტები უზრუნველყოფენ, განსაკუთრებით ინოვაციურ სფეროში. ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილებას იღებენ უშიშრები და ამბიციურები არიან. მათ შეუძლიათ უკეთესი მომავალი შეუქმნან საკუთარ შვილებს და ამიტომაც ვცდილობთ ჩვენ ქვეყანაში მსოფლიო დონის პროფესიონალები მოვიზიდოთ და მათ წარმატების მისაღწევად შესაფერისი პირობები შვუქმნათ", - აცხადებს ტრიუდო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში კანადის მთავრობამ მიგრაციული პროცესები გაამარტივა, კერძოდ სიახლე სამუშაო ნებართვებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის დროებით საცხოვრებელი ვიზების მოპოვებას შეეხო. უახლოესი ორი წლის განმავლობაში ემიგრანტები აღნიშნული დოკუმენტების მიღებას ორი კვირის მანძილზე შეძლებენ, მაშინ, როდესაც ადრე ეს პროცესი მთელი წელი გრძელდებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day