Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ - რა პრობლემები რჩება კანონმდებლობის მიღმა?

BM.GE
20.12.22 18:26
132
მთავრობამ „ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატორი უწყება ეკონომიკის სამინისტროა. ახალმა ნორმატიულმა დოკუმენტმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღების უფლებების დაცვა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება უნდა უზრუნველყოს, რაც გაზრდის ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და შეამცირებს რისკებს მომსახურების მიმღებთათვის. აღსანიშნია, რომ კანონპროექტი საქართველოს 2020 წლის ბოლომდე უნდა მიეღო- ასეთი იყო საქართველოს დღის წესრიგი, რომლის შესრულების ვალდებულება ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო, თუმცა დოკუმენტი მხოლოდ გუშინ დაამტკიცა მთავრობამ. ჯერ კანონპროექტი საჯარო არ არის. შევეცდებით გავარკვიოთ, რა იცვლება ახალი კანონპროექტით, რა ევალება ბიზნესს და რისი უფლება აქვს მომხმარებელს? 

სტუმარი: მაია ხელაძე - ელექტრონული კომერციის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day