კანონი ტურიზმის შესახებ - რა რეგულაციები შემოდის ბიზნესისთვის?
BM.GE
18.11.22 15:34
• 167
ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომელზეც წლების წინ დაიწყო მუშაობა, შესაძლოა პარლამენტში წლის ბოლომდე დაინიცირდეს. საკითხის განხილვა დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შედგა. კანონპროექტის არსებული ვერსია მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის რეგულირებას, რეგისტრაციას და გიდების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს. კიდევ რა იცვლება ტურიზმის სექტორისთვის და აქვს თუ არა კერძო სექტორს შენიშვნები?