Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანონპროექტი "ამნისტიის შესახებ"- რაზე ვერ თანხმდება #ბიზნესი​ ხელისუფლებასთან?

BM.GE
01.04.21 12:54
484
მარტის დასაწყისში თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განმარტებით, კანონპროექტი მშენებლობების კუთხით სამ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს: 1. სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. 
2. მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების განმეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
3. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.

კალაძის ინიციატივა უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მის განსახორციელებლად 7 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება. საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო კანონპროექტი დროებით დაპაუზდა.

„მშენებლობის ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, რომელშიც კანონპროექტის ავტორებთან ერთად, თბილისის მერიის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მეტ-ნაკლებად, ყველა პოზიციის შეჯერებით არის წამოყენებული, თუმცა გარკვეული შენიშვნები ჯერ კიდევ რჩება.

სტუმრები: მალხაზ კუნელაური - "რედკო" გენერალური დირექტორი;
ლევან მაღრაძე - "ბალავარი", ფინანსური დირექტორი







Subscribe to our news

Get the main news of the day