Home
Category
TV Live Menu

კანონპროექტით საქართველოში უცხოური ბანკის ლიცენზირების პროცედურები მარტივდება

592e6d7f20046
BM.GE
31.05.17 11:14
757
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლების მიერ ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია ფართოვდება, კერძოდ:

• საჭირო ხდება მფლობელობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა;
• საჭირო ხდება ბანკმა წინასწარ წარადგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-მოდელისა და რისკების მართვის დოკუმენტები;
• საჭირო ხდება მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების შესახებ უფრო დეტალური ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენა.

ასევე, ცალსახად კონკრეტდება, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტური საზედამხედველო პროცესის განხორციელების შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.

კანონპროექტით ასევე შემოთავაზებულია სანდო უცხოური ბანკის ლიცენზირებისათვის პროცედურების გამარტივების შესაძლებლობა, რათა განხორციელდეს ასეთი ბანკების საქართველოში ლიცენზირების ხელშეწყობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day