Home
Category
TV Live Menu

კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები EBRD-ის წარმომადგენლებთან განიხილეს

59e47cca896cd
BM.GE
16.10.17 13:07
669
კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იყო კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემუშავდა, რამდენიმე პრიორიტეტული პუნქტის განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზის სრულყოფა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში ამოქმედდება საპენსიო რეფორმა. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ძალაში შევა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვის.

ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად.

Subscribe to our news

Get the main news of the day